მიუნხენის “ბაიერნთან” კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, არიენ რობენის წლიური ანაზღაურება იგივე დარჩება, რაც აქამდე იყო. ამის შესახებ გერმანული მედია ირწმუნება.
“ბილდის” ინფორმაციით, 30 წლის ჰოლანდიელი კლუბთან კონტრაქტს 2017 წლამდე გაახანგრძლივებს და მისი წლიური ანაზღაურება კვლავაც 8 მილიონი ევრო იქნება. მხარეები შეთანხმებას ოფიციალურ სახეს უახლოეს პერიოდში მისცემენ.
შეგახსენებთ, რომ “ბაიერნთან” რობენის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2015 წელს ეწურება.