მიუნხენის “ბაიერნის” ჰოლანდიელი შემტევი არიენ რობენი გუნდის ახალ მწვრთნელზე, ხოსეპ გვარდიოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კატალონიელი სპეციალისტი მას განვითარებაში დაეხმარება.
“ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთ შესანიშნავ სპეციალისტთან მიმუშავია. ასაკი მომემატა, მაგრამ სიახლეებისთვის ყოველთვის მზად ვარ. განვითარება მსურს და ვფიქრობ, რომ გვარდიოლა სწორედ ის ადამიანია, რომელიც ამაში დამეხმარება.” – ციტირებს რობენის სიტყვებს “ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდი.