მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა” არიენ რობენმა ბავარიული კლუბის გულშემატკივრები დაამშვიდა, რომ თავს კარგად გრძნობს და ბუნდესლიგის მე-13 ტურში, დორტმუნდის “ბორუსიასთან” მატჩში მინდორზე გასასვლელად მზადაა.
ჰოლანდიელი ფეხბურთელი იაპონიის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში დაშავდა და “ნარინჯისფერთა” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა მეორე ამხანაგურში, კოლუმბიასთან მისი დატვირთვა აღარ გარისკა.
“ყველაფერი რიგზეა, “ბორუსიასთან” შეხვედრას სრულ მზადყოფნაში შევხვდები. უმნიშვნელოვანესი თამაში გველის და ვეცდები წარმატებაში ჩემი წვლილიც შევიტანო” – უთხრა რობენმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემას.