მიუნხენის “ბაიერნის” ჰოლანდიელი ნახევარმცველი არიენ რობენი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბავარიული კლუბის მიერ “მანჩესტერ სიტისთან” ნაჩვენები თამაშის ხარისხით აღფრთოვანებულია. პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა, ბრიტანეთში 3:1 იმარჯვა და მე-3 გოლი, სწორედ რობენმა გაიტანა.
“სიმართლე გითხრათ, “ბაიერნის” ასეთ კარგ თამაშს თვითონაც არ ველოდით. გუნდმა ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა. “მანჩესტერ სიტის”, წარმატების პატარა შანსიც კი არ დავუტოვეთ”, – უთხრა არიენ რობენმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემას.