ფეხბურთი

13:57 | 23.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

რობენი ახალი კონტრაქტისთვის მზადაა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა არიენ რობენმა განაცხადა, რომ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. გერმანული პრესის ცნობით, ჰოლანდიელის შენარჩუნება “რეკორდმაისტერსაც” სურს.

“ჯერჯერობით, მოლაპარაკების პროცესი არ დაწყებულა, მაგრამ ფაქტია, რომ თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარეს სურს. ჩემი მხრივ, ახალი კონტრაქტისთვის მზად ვარ. არაერთხელ მითქვამს, რომ “ბაიერნში” დარჩენა მინდა, რადგან აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ”, - განაცხადა ჰოლანდიელმა.

შეგახსენებთ, რომ რობენი “ბაიერნში” მადრიდის “რეალიდან” გადაბარგდა.

 

0.114673