ჩოგბურთი

11:21 | 21.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

რიოში რაფა მეოთხედფინალშია

 

 რეიტინგსიის ლიდერმა რაფა ნადალმაა რიო დე ჟანეიროს ტურნირის მეოთხედფინალში დამაჯერებლად გააღწია. 27 წლის ნადალმა მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო მასზე 6 წლით უფროს თანამემამულე ალბერტ მონატანიესს 6:1, 6:2 და მომდევნო მატჩს ბრაზილიელ ჟოაუ სოუზასთან ჩაატარებს.

კლასიფიკაციაში 72-ე პოზიციაზე მყოფი მონტანიესის ძლევას ნადალმა საათი და 14 წუთი მოანდომა. რაფამ 6 ბრეიკი განახორციელა, ეისი კი არ შეუსრულებია. ნადალი კარიერის განმავლობაში მესამედ შეხვდა მონტანიესს და მესამედაც მოახერხა მისი წინააღმდეგობის დაძლევა.

ჟოაუ სოუზას რაც შეეხება, მერვედფინალში მან ესპანელ ალბერტ რამოსს მოუგო.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070195
სარეკლამო ადგილი - 99
X x X