სხვა

16:53 | 22.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

რიო-დე-ჟანეიროს მერი: “სირცხვილია 2016 წლის ოლიმპიადას ბრაზილია რომ მასპინძლობს”

რიო-დე-ჟანეიროს მერმა ედუარდო პაესმა სამარცხვინო უწოდა იმ ფაქტს, რომ 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადა ბრაზილიაში ჩატარდება.

“სირცხვილია 2016 წლის ოლიმპიადას ბრაზილია რომ მასპინძლობს. თამაშების დასრულების შემდეგ, ქალაქში ოლიმპიადისგან დარჩენილ მემკვიდრეობას რაღაც უნდა მოვუხერხოთ. სკანდალური და სამარცხვინოა ისიც, როგორც ჩვენს ქვენს ქვეყანაში სპორტს მართავენ. ჩვენთან სპორტის ჩინოვნიკები თანამდებობაზე სიცოცხლის ბოლომდე რჩებიან” - განუცხადა პაესამ AFP-ს.

აღსანიშნავია, რომ ამა წლის ივნისში, ბრაზილიაში ფეხბურთში კონფედერაციათა თასის გათამაშების მიმდინარეობისას, ბრაზილიის მილიონობით მაცხოვრებელი ქუჩაში გამოვიდა და მიმდინარე ტურნირთან ერთად ქვეყანაში ძვირადღირებული 2014 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატისა და 2016 წლის ოლიმპიადის ჩატარებაც გააპროტესტა. ბრაზილიელები მიიჩნევენ, რომ ამ სპორტული ღონისძიებებისთვის საჭირო აღწურვილობის შექმნისა და რეკონსტრუქციისთვის დახარჯული თანახა, ჯანდაცვასა და განათლებას უნდა მოხმარებოდა.

0.110334