“მანჩესტერ სიტის” მარჯვენა მცველის, მიკა რიჩარდის აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტის სამსახურით რამდენიმე არაინგლისური გუნდი, მათ შორის “ინტერი” და “ნაპოლი” არიან დაინტერესებულნი.
“მიკას ძალიან წარუმატებელი სეზონი ჰქონდა. მანჩინის ხელმძღვანელობით ის ძალიან ცოტას თამაშობდა. ჩემს კლიენტს მწვრთნელის ნდობა არასდროს უგრძვნია.
ვაპირებთ, ახალი მწვრთნელის დანიშვნას დაველოდოთ. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ. ჩემს კლიენტს, რა თქმა უნდა, ბევრი ვარიანტი აქვს. განსაკუთრებით, ინგლისის საზღვრებს მიღმა.
რიჩარდსის იტალიაში შესაძლო გადაბარგებაზე ვმუშაობ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მისი შეძენით “ინტერი” და “ნაპოლი” არიან დაინტერესებულნი. თუმცა, კონკრეტულ შემოთავაზებაზე ჯერ საუბარი არაა.” – ციტირებს მიკა რიჩარდის აგენტის, დარიო კანოვის სიტყვებს Football Italia.
2 მძიმე ტრავმის გამო, მიმდინარე სეზონში, 24 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ 6 თამაშის ჩატარება მოახერხა.