კალათბურთი

21:11 | 28.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

რიჩარდ მათიაშვილი “ოლიმპში” ითამაშებს

სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, “ქუთაისი-2010”-ის აწ უკვე ყოფილი ცენტრალური თავდამსხმელი რიჩარდ მათიაშვილი (01. 01. 98, 209 სმ, 107 კგ), მინიმუმ 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონში, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის, სუპერთასის მფლობელისა და ზურაბ საკანდელიძე–მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებულ “ოლიმპის” რიგებში ითამაშებს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ოლიმპის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დავით თორთლაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ მათიაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატია და 19 წევრობის კანდიდატთან ერთად, მორიგ შეკრებას სლოვენიის ქალაქ პოდჩეტრტეკში გადის.

0.121256