ფეხბურთი

13:02 | 16.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

რიბერის პლეი ოფში პორტუგალიასთან ან ხორვატიასთან შეხვედრა არ სურს

მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ფინეთის ნაკრებთან გამრჯვების (3:0) შემდეგ, საფრანგეთის ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ განაცხადა, რომ პლეი ოფში პორტუგალიასთან ან ხორვატიასთან შეხვედრა არ სურს.

“რა თქმა უნდა, გვესმის, რომ პლეი ოფში თამაში იოლი არ იქნება. მომავალ ორ მატჩში საფრანგეთმა თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოავლინოს. საუბარი მსოფლიო ჩემპიონატზეა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბრაზილიაში წასასვლელი საგზური მოვიპოვოთ. სიმართლე გითხრათ, პლეი ოფში პორტუგალიასთან და ხორვატიასთან შეხვედრა არ მინდა” – იუწყება რიბერის სიტყვებს ფრანგული პრესა.

პლეი ოფის კენჭისყრის წინ, “განთესილებში” პორტუგალია, საბერძნეთი, ხორვატია და უკრაინა მოხვდებიან, რადგან ფიფას რეიტინგში, რომელიც 17 ოქტომბერს გამოქვეყნდება, ეს ნაკრებები საფრანგეთზე, შვედეთზე, რუმინეთზე და ისლანდიაზე მაღლა იდგებიან. პლეი ოფის კენჭისყრა 21 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო მატჩები 15 და 19 ნოემბერს გაიმართება.

 

0.115608