ფეხბურთი

16:50 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

რიბერის “ოქროს ბურთი” უნდა

მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბ ფრანკ რიბერის მიაჩნია, რომ წლეულს, “ოქროს ბურთი” მას ეკუთვნის. ამის შესახებ თავად ფრანგმა უთხრა Die Welt-ს.

“ამ ჯილდოზე დიდი ხანია ვოცნებობ. უკანასკნელი 2 სეზონის განმავლობაში, მაღალი დონის ფეხბურთს ვაჩვენებ, რაც გასულ სეზონში ტიტულების მოგებაში დამეხმარა. “ოქროს ბურთი” მე მეკუთვნის, რატომაც არა?”, - განაცხადა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ რიბერის გარდა, “ოქროს ბურთისთვის” ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძვიან.

 

0.121104