ფეხბურთი

0:40 | 14.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

რიბერის მარტამდე არ უნდა ველოდოთ

მიუნხენის “ბაიერნის” 30 წლის ნახევარმცველის ფრანკ რიბერის მოედანზე დაბრუნება როგორც ჩანს კიდევ უფრო გადაიწევს.

ფრანგმა ფეხბურთელმა ოპერაცია ორშაბათს გაიკეთა და უკვე გადაწყვეტილია, რომ ბუნდესლიგაში “ფრაიბურგთან” (15 თებერვალს) და “ჰანოვერთან” (23 თებერვალს) მატჩებს გამოტოვებს. ამას გარდა, ფრანკი ვერც ლონდონის “არსენალთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში ითამაშებს 19 თებერვალს.

წინასწარი გათვლებით, რიბერის დაბრუნება, შესაძლია, 1 მარტს გელზენკირხენის “შალკესთან” შეხვედრაში შედგეს, თუმცა, უფრო მეტად, მის მოედანზე გასვლას 8 მარტს “ვოლფსბურგთან” ანაც 11 მარტს ლონდონში “არსენალთან” განეორებით შეხვედრაში ელიან.

0.12065