მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთ ლიდერ ფრანკ რიბერის კლუბის შეცვლა არ სურს. Bild-ის ცნობით, ფრანგ გარემარბს “რეკორდმაისტერთან” ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს.
“ბაიერნში” ბედნიერი ვარ და გარემოს გამოცვლას არ ვგეგმავ. თუკი მიუნხენელებთან კონტრაქტის გახანგრძლივების შანსი მექნება, უყოყმანოდ დავთანხმდები”, - განაცხადა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა.
ცნობისათვის, გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, რიბერიმ 25 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოირჩა.