ფეხბურთი

20:17 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი: “მუნდიალს მიღმა დარჩენა კატასტროფა იქნება”

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ლიდერი ფრანკ რიბერი მიიჩნევს, რომ მის გუნდს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის ვალდებულება აქვს. თუ ასე არ მოხდა, ეს საფრანგეთისთვის კატასტროფა იქნება.

“არც კი მინდა წარმოვიდგინო, რომ საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იქნება. ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩენა კატასტროფა იქნება როგორც ნაკრებისთვის, ასევე ქვეყნისთვის და საფრანგეთის თითოეული მცხოვრებისთვის.” – აცხადებს ფრანკ რიბერი.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფლეი ოფში, საფრანგეთი უკრაინას დაუპირისპირდება. თუ დიდიე დეშამის გუნდმა ეს ბარიერი ვერ დასძლია, საფრანგეთი მუნდიალის ფინალური ეტაპის მიღმა 1994 წლის შემდეგ პირველად დარჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115231