ფეხბურთი

11:28 | 22.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია

“ოქროს ბურთის” კანდიდატმა ფრანკ რიბერიმ 2013 წლის მდიდარ მონაგარს კიდევ ერთი ტიტული შემატა – მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი ნახევარმცველი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მეორე პრიზი ბავარიელთა მცველს ფილიპ ლამს გადაეცა, ხოლო მესამე – მაროკოული “რაჯა კასაბლანკას” ფორვარდ მუხსინ იაჯურს.

შეგახსენებთ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს მაროკომ უმასპინძლა. ფინალში “ბაიერნი” და “რაჯა კასაბლანკა” გავიდნენ და გერმანელებმა 2:0 იმარჯვეს.

0.115281