ფეხბურთი

17:40 | 2.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი კვლავ ლაზარეთშია

მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერი ფრანკ რიბერი გუნდის ლაზარეთის დატოვებას კვლავ ვერ ახერხებს.

ფრანგმა შემტევმა ნეკნი ნაკრებში ყოფნის დროს დაიზიანა. მას შემდეგ, 30 წლის ფეხბურთელმა “ბაიერნის” 3 თამაში გამოტოვა, მაგრამ მიუნხენელებმა სამივე მათგანი დამაჯერებლად მოიგეს.

თუ Kicker-ს დავუჯერებთ, ექიმები რიბერის კვირის ბოლომდე დაბრუნებას არ ელოდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგი გერმანიის თასზე “აუგსბურგთან” გასამართ დაპირისპირებას აუცილებლად გამოტოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123601