ფეხბურთი

12:01 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი გვარდიოლას სქემამ გააკვირვა

მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგმა ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას სათამაშო სქემას - 4-1-4-1 - უცნაური უწოდა.

გვარდიოლამ, რომელიც მანამდე “ბარსელონაში” მუშაობდა, გერმანული გრანდი გასული სეზონის დასრულების შემდეგ ჩაიბარა და ახალ გუნდთან ერთად მუშაობას ახლახანს შეუდგა.

“4-1-4-1 უცნაური სქემაა. ის სრულიად ახალი და განსხვავებულია. ბევრი უნდა ვივარჯიშოთ, ვიურთიერთოთ და ვისწავლოთ, რათა სეზონის დაწყებამდე მისი ათვისება მოვახერხოთ. თუმცა, ის, რომ ახალ მწვრთნელს რაღაც სიახლის დანერგვა სურს, სავსებით ნორმალურია”, - განუცხადა 30 წლის ფრანგმა Bild-ს.

“ბაიერნი” ბუნდესლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს 9 აგვისტოს “გლადბახის” წინააღმდეგ გამართავს, თუმცა, მანამდე, 27 ივლისს, გვარდიოლას შეგირდები ქვეყნის სუპერთასზე იურგენ კლოპის დორტმუნდის “ბორუსიას” დაუპირისპირდებიან.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119745