ფეხბურთი

15:24 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი საემიროებსა და აშშ-ზე დაფიქრდა

 

მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერი ფრანკ რიბერი სხვა ევროპულ კლუბში გადაბარგებას არ გეგმავს, მაგრამ გამორიცხული არაა, რამდენიმე წლის შემდეგ, კარიერა საფეხბურთო ტრადიციების არმქონე მხარეში განაგრძოს.

“აშშ-სა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში თამაშის იდეა მხიბლავს, მაგრამ ამას პროფესიონალური კარიერის ნაწილად არ ჩავთვლიდი. იქ თამაში იმას ვერ შეედრება, რასაც მიუნხენში განვიცდი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი მიზანი “ბაიერნში” დიდ ხანს თამაშია. თავი არცერთ სხვა ევროპულ კლუბში წარმომიდგენია”, - განუცხადა რიბერიმ Kicker-ს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის რიბერი “ოქროს ბურთის” მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

0.117852