მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერი ფრანკ რიბერი თავის გუნდს ლონდონის “არსენალთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ მატჩში ვერ დაეხმარება. “რეკორდმაისტერის” ოფიციალური საიტის ცნობით, ფრანგმა დიუსელდორფის “ფორტუნასთან” მატჩში (3:2) ტრავმა მიიღო.
სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ნახევარმცველს მარცხენა მუხლის მყესები აქვს დაზიანებული. დიდი ალბათობით, ლონდონელთა წინააღმდეგ ვერც ტრავმირებული არიენ რობენი ითამაშებს. გარდა ამისა, დისკვალიფიკაციების გამო, “ბაიერნს” ვერც ბასტიან შვაინშტაიგერი და ჟერომ ბოატენგი დაეხმარებიან.
შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში, “ბაიერნმა” “არსენალი” მისსავე კედლებში, 3:1 დაამარცხა.