ფეხბურთი

14:54 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რევიშვილი – ჩემპიონობაში ყველაზე დიდი წვლილი

 

როგორც უკვე ვწერდით, ნუკრი რევიშვილი, ირაკლი მაისურაძე და აბაიომი ოვონიკოკო მალტის ჩემპიონები გახდნენ. მათ ბოლო ტურში ლიდერ “ბირკირკარასთან” გასვლაზე მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს და 2:0 იმარჯვეს. მეორე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე გაიტანეს, მანამდე კი “ვალეტა” რამდენჯერმე გადარჩა: უფრო სწორად, რევიშვილმა გადაარჩინა, რომელმაც, მალტური საიტების ცნობით, 6 ურთულესი ბურთი მოიგერია და მათ შორის, ბოლო 7 წუთში ორჯერ იხსნა კარი უეჭველი გოლისგან.

მალტელები აღნიშნავენ, რომ რევიშვილმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა “ვალეტას” ჩემპიონობაში.

აღსანისნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრას 10 600 მაყურებელი დაესწრო. სამწუხაროა, რომ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე ეს სანატრელია...

0.115938