ფეხბურთი

19:42 | 28.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

რემზის მინიმუმ თვე გაუცდება

 

მიმდინარე სეზონში ლონდონის “არსენალის” ერთ-ერთ ლიდერად მოვლენილი აარონ რემზის ტრავმა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, 23 წლის ფეხბურთელს უქმობა მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში მოუწევს.

რემზიმ ტრავმა “ვესტ ჰემთან” მოგებულ შეხვედრაში (3:1) მიიღო. მატჩის შემდეგ, არსენ ვენგერმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელს დაზიანება აქვს, მოგვიანებით კი, რემზის დეტალური სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. გამოკვლევის ზუსტი შედეგები ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ გაირკვა, რომ მკურნალობისთვის მინიმალური ვადა 4 კვირაა. ეს იმ შემთხვევაში, თუ კუნთი დაჭიმულია, ხოლო მისი გაწყვეტის შემთხვევაში, ფეხბურთელს დაახლოებით 2 თვით უქმობა მოუწევს.

აარონ რემზიმ, მიმდინარე სეზონში, 26 თამაში ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

0.115705