ფეხბურთი

17:34 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

რემზი კვლავ ტრავმირებულია

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი აარონ რემზი კვლავ ტრავმირებულია და ის გუნდს ჯერჯერობით დაუდგენელი დროის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

რემზიმ კუნთის ტრავმა გასული წლის 26 დეკემბერს მიიღო და გუნდს ის ერთი თვით გამოაკლდა. 23 წლის ფეხბურთელი ახლახანს გამოჯანმრთელდა, მაგრამ მან ტრავმა პირველივე ვარჯიშზე გაიმიზეზა.

“რემზი უფრო დიდხანს იუქმებს, ვიდრე თავიდან ვფიქრობდით. მან, ვარჯიშზე, კუნთი კვალვ დაიზიანა.” – აცხადებს “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი.

აარონ რემზიმ, მიმდინარე სეზონში, 27 თამაში ჩაატარა და 13 გოლის გარდა თავი 7 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა.

0.114646