ფეხბურთი

15:27 | 13.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რემსი "სიტისთან" ითამაშებს

უელსის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი აარონ რემსი, არსენ ვენგერმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

როგორც ირკვევა, ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ანდორის წინააღმდეგ მიღებული მყესის ტრავმა, უელსელმა ფეხბურთელმა უკვე მოიშუშა და გუშინ, კლუბის ვარჯიში ბოლომდე ჩაატარა.

"მეთოფეების" და "ქალაქელების" დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101632