ფეხბურთი

13:55 | 10.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რემი: “ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მოურინიუ მეტყვის”

 

“ჩელსის” თავდამსხმელი ლოიკ რემი მზადაა, შეტევის ხაზში ნებისმიერ ადგილზე ითამაშოს. ფრანგმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლონდონურ კლუბში გადასვლამდე, ამ საკითხზე მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუს პირადად ესაუბრა.

“მოურინიუ უდიდესი სპეციალისტია, რომელსაც თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმის მიღება შეუძლია. მეც მინდა მასთან მუშაობის პერიოდში ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინო. ტრანსფერის განხორციელებამდე ვილაპარაკეთ და ვუთხარი, რომ მზად ვარ, რასაც დამავალებს, ყველაფერი შევასრულო. ჩემი ძლიერი მხარე სისწრაფე და შეტევის ბოლო ფაზაში შედეგიანი თამაშია, მაგრამ თუ საჭირო იქნება, განსხვავებულ ტაქტიკურ მონახაზსაც მოვერგები”, – განაცხადა რემიმ.

 

ვასილ მშვილდაძე

 

თეგებილოიკ რემი
0.119324