ფეხბურთი

14:02 | 7.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რემი: "ჩელსიში" სათადარიგოთა სკამზე ჯდომისთვის არ გადავსულვარ"

 

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" ახალწვეული, ცენტრალური თავდამსხმელი ლოიკ რემი აღნიშნავს, რომ "არისტოკრატების" რიგებში დაუფიქრებლად გადავიდა.

მოგეხსენებათ, ფრანგ ფეხბურთელს, თავდასხმის ხაზში ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად, ესპანელ დიეგო კოშტასა და კოტდივუარელ დიდიე დროგბასთან მოუწევს კონკურენცია.

"თავდაპირველად მინდა ვთქვა, რომ "ჩელსი" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ვაპირებ თავდაუზოგავად ვიმუშაო, რათა შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრო. "ჩელსიში" სათადარიგოთა სკამზე ჯდომისთვის არ გადავსულვარ. კოშტასა და დროგბასგან ძალიან ბევრს ვისწავლი. როდესაც "არისტოკრატებისგან" შემოთავაზება მივიღე, დაუფიქრებლად დავთანხმდი _ უარის თქმა არ შემეძლო", _ განაცხადა რემიმ.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა თავდამსხმელმა, ლონდონის "ჩელსისთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გიორგი ბალახაძე

თეგებილოიკ რემი
0.12474