ჩოგბურთი

15:37 | 26.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდსმენი დელგადო

 ბრიტანელი ჩოგბურთელი ჯეიმი დელგადო უიმბლდონის რეკორდსმენი გახდა. ტურნირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 37 წლის ბირმინგემელი დელგადო ზედიზედ 23-ედ მონაწილეობს წლის რიგით მესამე სადიდსლემო ტურნირზე.

დელგადო უიმბლდონზე წყვილთა თანრიგში გამოდის და მისი პარტნიორი ლუქსემბურგელი ჟილ სიმონია. ბრიტანულ-ლუქსემბურგულმა ტანდემმა პირველ წრეში ტაივანელი ლუსა და ინდოელი შარანის დუეტს 2:6, 2:6, 7:6 (7:3), 6:3, 6:2 მოუგო.

უიმბლდონზე მიჯრით ასპარეზობათა საუკეთესო შედეგი აქამდე, დელგადოსთან ერთად, მარკ ნოულზს ეკუთვნოდა, რომელიც ზედიზედ 22-ჯერ გამოდიოდა პლანეტის ყველაზე პრესტიჟულ საჩოგბურთო შეჯიბრებაზე.

0.124797