ფეხბურთი

11:13 | 13.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეინჯერსს” გატუზო სურს

გლაზგოს “რეინჯერსის” ხელმძღვანელობას მთავარი მწვრთნელის პოსტზე “მილანის” ყოფილი ნახევარმცველის – ჯენარო გატუზოს ხილვა სურს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, შოტლანდიელებმა იტალიელს წინადადებით უკვე მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს.

უახლოეს პერიოდში, გლაზგოელები გატუზოს კიდევ ერთი წინადადებით მიმართავენ. აქვე შეგახსენებთ, რომ იტალიელი “რეინჯერსის” ღირსებას 1997-1998 წლებში იცავდა და გლაზგოელ გულშემატკივრებს თავი ძლიერ შეაყვარა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის სტარტზე, გატუზო “პალერმოს” ედგა სათავეში და 6 მატჩის ჩატარება მოასწრო, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, დაითხოვეს.

 

0.115321