ფეხბურთი

12:24 | 14.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეინა: “სამართლიანად წავაგეთ”

“ნაპოლის” მეკარე პეპე რეინამ უეფას ევროპის ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში, “პორტუსთან” სტუმრად მინიმალური ანგარიშით წაგების შემდეგ აღიარა, რომ პორტუგალიელებმა დამსახურებულად მოიგეს. თუმცა ესპანელი გოლკიპერი დარწმუნებულია, რომ “ნაპოლის” ამ ჩამორჩენის სათავისოდ შეტრიალების რეალური შანსი აქვს.

“შთამბეჭდავად ნამდვილად არ გვითამაშია. მეტოქემ გვაჯობა და სამართლიანადაც მოიგო, მაგრამ რამდენიმე სახიფათო მომენტი ჩვენც შევქმენით. წინ საშინაო შეხვედრა გველის და ამით აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ” – განაცხადა რეინამ იტალიელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ მატჩისშემდგომ ინტერვიუში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109694