“ლივერპულის” მეკარემ პეპე რეინამ ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ბარსელონაში” გადასვლის პერსპექტივაზე საუბრის დაწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი კატალონიური კლუბი ვიქტორ ვალდესს გაუშვებს.
“თუ ვალდესი მომავალ სეზონსაც “ბარსელონაში” გაატარებს, მაშინ ჩემი ტრანსფერის საკითხი სავარაუდოდ აქტუალური აღარ იქნება. როგორც ვიცი, კლუბების ხელმძღვანელები არანაირ მოლაპარაკებას არ მართავენ. ასე რომ, ახლო მომავალში ალბათ არაფერი გადაწყდება”, – უთხრა რეინამ ჟურნალისტს.
ვიქტორ ვალდესმა კი ახლახან ოფიციალურად განაცხადა, რომ “ბარსელონაში” მოქმედი კონტრაქტის დასრულებამდე – 2014 წლამდე დარჩება.