ხოსე რეინა კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას მიუნხენელთა ოფიციალური Twitter-ის გვერდი ავრცელებს.
“ბაიერნის” წარმომადგენლის - კარლ-ჰაინც რუმენიგეს თქმით, ესპანელი მეკარე მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან ხელშეკრულებასაც გააფორმებს. ტრანსფერისა და კონტრაქტის დეტალები ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება.
ცოტა ხნით ადრე, აღნიშნული ტრანსფერის შესახებ Marca იტყობინებოდა, რომლის თანახმადაც “ლივერპული” რეინას სანაცვლოდ ხუთ მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ესპანელმა გასული სეზონი იჯარის წესით “ნაპოლიში” გაატარა და მონაწილეობა 43 მატჩში მიიღო.
ლევან გოგოტიშვილი