ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “ლივერპული” “ნაპოლიში” იჯარით მოთამაშე პეპე რეინას 4 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდის. ამის შესახებ “დეილი მეილი” იუწყება.
თავად 31 წლის ესპანელი “ენფილდზე” დაბრუნების წინააღმდეგი არაა, მაგრამ მერსისაიდელთა სამწვრთნელო შტაბს მისი გუნდში ყოფნა აღარ სურს. ინგლისელებს რეინას სანაცვლოდ 4 მილიონი გირვანქა სტერლინგი სურთ და ნებისმიერი კლუბის წინადადებას განიხილავენ.
არაა გამორიცხული, რეინა თავად “ნაპოლიმ” გამოისყიდოს. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელის ხილვა მადრიდის “ატლეტიკოსაც” სურს.