ედოარდო რეიას „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნება რომაული გუნდისთვის წარმატებული გამოდგა. დედაქალაქელებმა, „ინტერთან“ გამართულ შეხვედრაში, 3 ქულა აიღეს.
შესაძლოა, „ლაციოს“ მოგების მიზეზი არა ედუარდო რეა, არამედ ის იყოს, რომ „ბიანკოჩელესტის“, ბოლო დროს, „ინტერთან“ თამაში უადვილდება. რომაელებს მილანელებთან ბოლო 3 თამაში მოგებული ჰქონდათ და ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მათ „ნერაძური“ ზედიზედ მეოთხედ დაამარცხეს.
„ლაციოს“ უპირატესობით გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა. 81-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან კანდრევამ ჩააწოდა, კლოზემ რანოკიას დაასწრო და 3 ქულის მომტანი გოლი გაიტანა.
სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა „მილანმა“. „ატალანტასთან“ გამართულ საშინაო მატჩში მასიმილიანო ალეგრის გუნდი კაკამ დააწინაურა, რომელმაც ემანუელსონის გადაცემა გამოიყენა და „მილანის“ მაისურით თავისი მე-100 ბურთი გაიტანა. მე-2 ტაიმი ბერგამოელთა ძალიან სახიფათო შეტევებით დაიწყო, მაგრამ 65-ე და 67-ე წუთებზე კაკასა და კრისტანტეს მიერ გატანილმა გოლებმა თამაშის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა. კაკამ, „მილანში“ დაბრუნების შემდეგ, პირველი დუბლი გაიფორმა, ხოლო 18 წლის კრისტანტემ, „როსონერის“ პირველი გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
წელი მოგებით დაიწყო „ნაპოლიმაც“, რომელმაც უქულოდ „სამპდორია“ დატოვა. რაფაელ ბენიტესის გუნდს გამარჯვება დრის მერტენსმა მოუტანა. ბელგიელმა შემტევმა ჯერ იგუაინის გადაცემით იხეირა, შემდეგ კი, საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
ორშაბათი დღე იტალიაში მასპინძელთათვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. 7 თამაშიდან 6 საკუთარ კედლებში მოთამაშე გუნდებმა მოიგეს. ერთადერთი სტუმარი, რომელმაც 3 ქულა აიღო, „ვერონაა“. ანდრეა მანდორლინის შეგირდებმა „უდინეზეს“ სძლიეს და ევროპის ლიგის ზონაში შევიდნენ.
ნაპოლი-სამპდორია 2:0 (0:0)
ნეაპოლი, “სან პაოლო” 42000
ნაპოლი (4-2-3-1): კაბრალი, მაჯო, ფერნანდესი, ალბიოლი, რევეილერი (არმერო 49), ინლერი, ჯემაილი, მერტენსი, კალიეხონი (რადოსევიჩი 83), ინსინიე, იგუაინი (საპატა 77)
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა, რეჯინი (კოსტა 72), მუსტაფი, გასტალდელო, დე სილვესტრი, ობიანგი, პალომბო, სორიანო (სანსონე 66), კრსტიჩიჩი (პოცი 77), გაბიადინი, ედერი
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
გოლები: 1:0 მერტენსი (53), 2:0 მერტენსი (62)
გაფრთხილებები: იგუაინი 44, მერტენსი 45, საპატა 80 - ობიანგი 35, რეჯინი 42, მუსტაფი 61
მსაჯი: ლუკა ბანტი
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 19 (6)-15 (4), კუთხური: 7-1, თამაშგარე: 0-6, სეივი: 4-4, ჯარიმა: 13-12.
კატანია-ბოლონია 2:0 (1:0)
კატანია, “ანჯელო მასიმინო”
კატანია (4-3-3): ფრიზონი, პერუცი, როლინი, სპოლი, ალვარესი (ბირაგი 60), ისკო, ლოდი (გუარენტე 87), პლაზილი, ბარიენტოსი, ბერგესიო, კასტრო (ლეგროტალიე 82).
მწვრთნელი: ლუიჯი დე კანიო.
ბოლონია (3-4-1-2): კურჩი, ანტონსონი, ნატალი, მანტოვანი (ბიანკი 67), კრესპო, პერესი, დელა როკა, მორლეო, კონე, კრისტალდო (აკვაფრესკა 74), მოსკარდელი.
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.
გოლები: 1:0 ბერგესიო (23), 2;0 ლოდი (66, პენ).
გაფრთხილებები: როლინი 30, ბარიენტოსი 36, სპოლი 45+1, პერუცი 54 - მანტოვანი 1, პერესი 23, მოსკარდელი 37, დელა როკა 68.
მსაჯი: დანიელე ორსატო.
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 19 (2)-12 (2), კუთხური: 3-4, თამაშგარე: 5-2, სეივი: 2-0, ჯარიმა: 18-16.
ჯენოა-სასუოლო 2:0 (2:0)
გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 19000
ჯენოა (3-4-3): პერინი, დე მაიო, მარკეზე, მანფრედინი, ვრსალჟკო, ბიონდინი, მათუსალემი, ანტონელი (სტოიანი 88), ბერტოლაჩი (კოფიე 68), ჯილარდინო, კონატე (ფეტფაციდისი 75).
მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.
სასუოლო (3-4-3): პეგოლო, ანტეი, ბიანკო, როსინი (ძაძა 46), გაცოლა, მანიანელი, მარონე (კურტიჩი 46), ლონგი, ბერარდი, ფლორო (ფარიასი 67), მისიროლი.
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.
გოლები: 1:0 ჯილარდინო (28, პენ), 2:0 ბერტოლაჩი (45).
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: ჯილარდინო 89.
გაფრთხილებები: მათუსალემი 35, ჯილარდინო 35, ანტონელი 69 - ბიანკო 22, მისიროლი 59, ლონგი 70, ანტეი 77.
მსაჯი: ჯანლუკა როკი.
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 17 (8)-10 (1), კუთხური: 9-4, თამაშგარე: 6-0, სეივი: 1-6, ჯარიმა: 17-23.
მილანი-ატალანტა 3:0 (1:0)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა”
მილანი (4-3-1-2): აბიატი, დე შილიო, საპატა (რამი 83), მექსე, ემანუელსონი, კრისტანტე, დე იონგი, ნოჩერინო, კაკა, რობინიო (პოლი 74), მატრი (ბალოტელი 58).
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, რაიმონდი, სტენდარდო, ბენალუანე (ბრიენცა 74), ბრივიო, ბონავენტურა (დე ლუკა 68), ჩიგარინი, კარმონა (ბაზელი 19), მილიაჩო, მორალესი, დენისი.
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
გოლები: 1:0 კაკა (35), 2:0 კაკა (65), 3:0 კრისტანტე (67).
გაფრთხილებები: მატრი 48 - რაიმონდი 79.
მსაჯი: სებასტიანო პერუცო.
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 15 (8)-12 (4), კუთხური: 3-7, თამაშგარე: 2-5, სეივი: 4-5, ჯარიმა: 19-13.
პარმა-ტორინო 3:1 (2:1)
პარმა, “ენიო ტარდინი” 12000
პარმა (4-3-3): მირანტე, კასანი, ლუკარელი, ფელიპე, მენდესი, აკვა, მარკიონი, პაროლო, ბიაბიანი (ობი 78), ამაური (კასანო 79), სანსონე (პალადინო 62).
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
ტორინო (3-1-3-2): პადელი, მაქსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი, ვივესი (ბელომო 79), დარმიანი, ბაშა, ფერნერუდი, პასკუალე, ჩერჩი (ბარეტო 46), იმობილე (მეჯორინი 46).
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
გოლები: 0:1 იმობილე (21), 1:1 მარკიონი (34), 2:1 ლუკარელი (44), 3:1 ამაური (70).
გაფრთხილებები: კასანი 13 - ვივესი 9, მეჯორინი 63.
მსაჯი: კარმინე რუსო.
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 17 (5)-14 (4), კუთხური: 9-4, თამაშგარე: 0-3, სეივი: 3-2, ჯარიმა: 16-5.
უდინეზე-ვერონა 1:3 (1:2)
უდინე, “ფრიული” 13000
უდინეზე (4-2-3-1): ბრკიჩი, ორტო, დანილო, დომიცი (ფერნანდესი 56), გაბრიელი, ალანი, ლაცარი, ბასტა, პერეირა, ლოპესი (მაიკოსუელი 67), დი ნატალე.
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.
ვერონა (4-3-3): რაფაელი, კაჩატორე, მორასი, მაიეტა, აგოსტინი, რომულო, ჟორჟინიო, ჰალფრედსონი (დონადელი 81), იანკოვიჩი (იტურბე 63), ტონი, მარტინიო (ტალები 65).
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.
გოლები: 0:1 ტონი (8), 0:2 ტონი (39), 1:2 პერეირა (43), 1:3 იტურბე (70).
გაფრთხილებები: იანკოვიჩი 42, ტონი 90.
მსაჯი: ანჯელო კერველერა.
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 23 (3)-8 (3), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 3-2, სეივი: 0-2, ჯარიმა: 10-13.
ლაციო-ინტერი 1:0 (0:0)
რომი, “ოლიმპიკო”
ლაციო (4-2-3-1): ბერიშა, კონკო (კავანდა 15), ბიავა, დიასი, რადუ, გონსალესი (ონაზი 62), ერნანესი, კანდრევა (ედერსონი 88), ლედესმა, ლულიჩი, კლოზე.
მწვრთნელი: ედოარდო რეია.
ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი, რანოკია (ძანეტი 83), როლანდო, ჟუანი, ჟონათანი, ალვარესი, კუზმანოვიჩი (კოვაჩიჩი 60), ნაგატომო, კამბიასო, გუარინი (მილიტო 75), პალასიო.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
გოლი: 1:0 კლოზე (81).
გაფრთხილებები: დიასი 21, რადუ 36, ლედესმა 87 - გუარინი 36, ალვარესი 39.
მსაჯი: ანტონიო დამატო.
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 8 (3)-10 (1), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 4-2, სეივი: 1-2, ჯარიმა: 11-15.