კალათბურთი

21:03 | 22.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეგულარულს “დინამო” მოიგებს...

 საქართველოს 23-ე საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული პირველობის ფინიშზე სიმძაფრე იმატებს, რასაც სპორტკომპლექს “არენაში” დღეს ჩატარებული მატჩებიც მოწმობენ. ძირითადი ყურადღება “არმიისა” და “დინამოს” დაპირისპირებისკენ იყო მიმართული. მოგების შემთხვევაში დინამოელები პრაქტიკულად ინაღდებდნენ რეგულარული პირველობის გამარჯვებულის ტიტულს, არმიელთა წარმატების შემთხვევაში კი სეზონის პირველი ნაწილის ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურამდე ბურუსით მოცული დარჩებოდა.

პირველ წრეში ირაკლი ხოშტარიას გუნდმა საკმაოდ დამაჯერებლად მოახერხა კოტე ტუღუშის შეგირდების ძლევა (79:61), ამიტომაც წესითა და რიგით, დღეს არმიელები სარევანშოდ განწყობილნი უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ გუნდს თამაში აშკარად არ წაუვიდა და პირველ წრესთან შედარებით, “დინამომ” კიდევ უფრო დიდი ანგარიშით (86:61) შეძლო პრინციპული მეტოქის დამარცხება.

მატჩის საწყისი წუთნახევრის განმავლობაში კალათბურთელები ბურთის მოწინააღმდეგის კალათაში მოთავსებას ვერა და ვერ ახერხებდნენ. ანგარიში ლაშა გამყრელიძემ გახსნა და ამის შემდეგ მოყოლებული საფინალო სირენამდე განკუთვნილი 38 წუთისა და 37 წამის განმავლობაში წინ ერთთავად “დინამო” იყო. ხოშტარიას გუნდის უპირატესობა მეორე-მესამე პერიოდებში თანდათან აშკარად გამოიკვეთა და დასკვნითი მეოთხედის წინ (61:38) თვალნათელი გახდა, დინამოელები მორიგ 2 ქულას ხელიდან რომ არ გაუშვებდნენ. ასეც მოხდა, არმიელებმა ბოლო ათწუთიანი მონაკვეთის სტარტზე ბექა წივწივაძისა და მიხეილ ბერიშვილის სამქულიანებით სხვაობა კი შეამცირეს, თუმცა, ვალში არც “დინამო” დარჩენილა და მატჩის დასარულამდე 5 წუთით ადრე ბესო ლეჟავას პერიმეტრს მიღმიდან ზუსტად ნატყორცნმა ბურთმა მოგებულის ვინაობა საბოლოოდ გაარკვია. “დინამო” 70:49 დაწინაურდა და საქმეც “საჩემპიონო მოგებამდე” მიიყვანა – 86:61.

გამარჯვებულთაგან სტევან მილოშევიჩი (21 ქულა, 14 მოხსნა), ბესიკ ლეჟავა (23 ქულა) და ლაშა გამყრელიძე (10 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა) უნდა გამოვარჩიოთ, არმიელთაგან კი თამაში პრაქტიკულად არცერთ მოთამაშეს არ წაუვიდა. მათგან საუკეთესო შედეგი სამშობლოში დაბრუნებულ ლაშა ფარღალავას ჰქონდა. მან პირველი პერიოდი უქულოდ დაასრულა, მეორე-მეოთხე ათწუთიან მონაკვეთებში კი ჯამში 16 ქულა შესძინა “არმიას” აქტივს.

დრამატული გამოდგა “სოხუმისა” და “ოლიმპის” დაპირისპირება. წინა ტურში დავით თიორთლაძის გუნდმა “ქუთაისის” წინააღმდეგ თამაშისას კარგი შთაბეჭდილება დატოვა, დღეს კი მცირედი დააკლდა საქართველოს ეროვნული თასის ფინალისტის დასამარცხებლად.

"ოლიმპი" მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში დაშვებული შეცდომების გამო მაინც წააგო შეხვედრის ძირითადი დროის ბოლო წუთზე, ტაბლოზე ანგარიში თანაბარი იყო და ბურთს ოლიმპელები ფლობდნენ. რიჩარდ მათიაშვილმა სამქულიანი ესროლა, ბურთი კალათის რკალს მოხვდა და სირენა გაისმა. "ოლიმპის" მოთამაშეებმა ეს საფინალო სირენად ჩათვალეს და ბურთის მოსახსნელად არ იბრძოლეს. არადა, დასრულებამდე კიდევ რჩებოდა 3 წამი და ოლიმპელებს რომ ემარჯვათ, ორქულიანი ტყორცნის შესრულება შეეძლოთ.

მატჩი ოვერტაიმში გადავიდა და კვლავ უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა. დამატებითი დროის უკანასკნელ წუთზე ანგარიში კვლავ თანაბარი იყო. რიჩარდ მათიაშვილმა ზუსტად შეასრულა 2+1 და "ოლიმპი" 2 ქულით დააწინაურა (94:92).

დარჩენილ დროში სოხუმელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ჯერემი სიმონსმა 2 საჯარიმო ტყორცნის შედეგად ანგარიში გააყაიმა და ”ოლიმპს” დასკვნითი შეტევისთვის 11 წამი დარჩა. აქ კი ოლიმპელებმა უპატიებელი შეცდომები დაუშვეს - ჯერ ბურთი გაუმართლებელ სიტუაციაში დაკარგეს, შემდეგ კი დაცვაში ცუდად ითამაშეს და საფინალო სირენასთან სინქრონულად ირაკლი ჩლაიძემ (რატი ბააკაშვილის ზუსტი გადაცემით) ”სოხუმს” მოგების მომტანი ქულები მოუპოვა (96:94). მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სოხუმელთა თავკაცმა ვაჟა კვარაცხელიამ განაცხადა, ჩვენ კაპიტანს ფეხის ტრავმა აქვს და 29 მარტს საქართველოს თასის ფინალისთვის უკეთ მოსამზადებლად ჩლაიძეს სავარაუდოდ არ ვათამაშებო. ნამატჩევს ბატონ ვაჟას ვკითხეთ, რატომ დაუთმო მან ესოდენ დიდი სათამაშო დრო (37 წუთი) ფეხმტკივან კაპიტანს, რაზეც მწვრთნელმა გვიპასუხა, ჩლაიძემ თავად კატეგორიულად მომთხოვა თამაშიო. მართლაც ქების ღირსია ირაკლი ჩლაიძე, რომელიც 23 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა, მის გადამწყვეტ ორქულიანზე კი უკვე მოგახსენეთ... 

 

ქ. თბილისი მაკაბი 74 - 130 ბათუმი-რსუ 22.03.14, 11:45
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
მაკაბი 15 18 20 21 74
ბათუმი-რსუ 33 27 39 31 130
მაკაბი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი ტეტელაშვილი * 26:46 1 7 14.3 0 3 0 2 2 100 2 4 6 8 2 5 1 0 4
5 გელა გულმაგარაშვილი 07:08 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 2 2 1 1 1 0 0 0
8 ლაშა ელბაქიძე 06:39 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 2 0 0 0
9 მაიზერ რევაზაშვილი * 36:04 4 11 36.4 0 1 0 2 4 50 6 7 13 2 2 2 0 1 10
10 გუგა პატარაია 10:00 0 1 0 0 2 0 0 0 0 0 2 2 2 0 0 1 0 0
11 ირაკლი სარიშვილი 04:52 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
12 ხვიჩა ხოსიტაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
13 ირაკლი ბეშქენაძე 06:14 1 3 33.3 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 0 1 0 0 2
14 გიორგი რევაზაშვილი * 40:00 14 24 58.3 3 8 37.5 7 7 100 2 7 9 1 4 5 0 0 44
21 გიორგი ფერიაშვილი * 37:42 4 11 36.4 0 0 0 0 0 0 4 9 13 3 4 2 1 0 8
23 გიორგი ნანიტაშვილი * 24:35 0 3 0 2 5 40 0 0 0 1 0 1 2 5 5 0 0 6
2 2 4 0 0 0 0 0 0
24 62 38.71 5 19 26.32 11 13 84.62 18 33 51 20 18 23 3 1 74
 
ბათუმი-რსუ
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
6 ნიკა რამიშვილი 22:25 8 8 100 2 5 40 5 5 100 0 4 4 6 2 2 6 0 27
7 მანუჩარ ნინუა 14:21 0 0 0 0 2 0 0 0 0 1 1 2 1 1 1 1 0 0
8 ავთანდილ ელიაშვილი * 15:27 2 7 28.6 1 1 100 2 3 66.7 8 1 9 1 3 0 0 0 9
9 კემერონ მაკკევრი * 20:29 4 6 66.7 3 6 50 0 0 0 0 1 1 4 1 1 1 0 17
11 ლაშა კეშელავა 22:25 1 1 100 5 11 45.5 0 0 0 1 4 5 3 2 0 2 0 17
12 ირაკლი კობიძე 18:03 3 5 60 0 0 0 1 2 50 1 7 8 0 2 0 1 2 7
15 ლევან ელიაძე 20:51 2 6 33.3 0 4 0 0 0 0 2 4 6 2 1 0 1 1 4
20 ჯუნიორ ქედუგინი * 22:45 4 7 57.1 2 8 25 1 2 50 2 1 3 5 1 1 1 0 15
34 ჯერემი სეფოლდი * 19:09 6 11 54.5 1 3 33.3 4 8 50 6 4 10 3 0 1 3 0 19
35 ჯეიმი ჯექსონი * 24:05 7 10 70 0 1 0 1 3 33.3 4 3 7 2 0 1 3 1 15
0 4 4 0 0 0 0 0 0
37 61 60.66 14 41 34.15 14 23 60.87 25 34 59 27 13 7 19 4 130
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, მიხეილ ვართანოვი, გურამ მიქელაძე;

კომისარი: როლანდ გელოვანი

 

 

 

ქ. თბილისი არმია 61 - 86 დინამო 22.03.14, 14:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
არმია 9 18 11 23 61
დინამო 12 24 25 25 86
არმია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 თეიმურაზ ბაბუნაშვილი 18:19 1 3 33.3 0 1 0 1 2 50 0 0 0 1 3 0 1 0 3
5 ზვიად ბაბიაშვილი * 10:39 0 1 0 0 1 0 0 2 0 0 0 0 0 1 0 1 0 0
6 ანატოლი ბოისა 21:09 0 3 0 1 2 50 0 0 0 1 3 4 0 2 1 1 0 3
7 მიხეილ ბერიშვილი * 27:42 0 1 0 2 4 50 2 2 100 1 4 5 1 4 3 0 1 8
9 ბუბა კვიმსაძე 14:20 0 0 0 0 1 0 0 0 0 0 3 3 1 1 0 1 0 0
11 გიორგი ჯგერენაია 03:30 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
13 ბექა წივწივაძე * 25:40 2 4 50 2 5 40 1 3 33.3 0 1 1 3 3 2 1 0 11
14 ჟოლივეტ ტუჯანი 20:50 3 5 60 0 0 0 1 2 50 2 1 3 2 3 1 0 0 7
23 გიორგი შარაბიძე * 28:55 6 6 100 0 1 0 1 2 50 3 4 7 1 2 2 0 0 13
33 ტატო ჩაჩიბაია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
55 ირაკლი კეიდია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
50 ლაშა ფარღალავა * 28:56 4 8 50 1 6 16.7 5 6 83.3 0 3 3 1 1 2 1 0 16
0 1 1 0 0 0 2 0 0
16 32 50.00 6 21 28.57 11 19 57.89 7 20 27 10 20 13 6 1 61
 
დინამო
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი გამყრელიძე * 32:09 2 4 50 1 4 25 3 4 75 2 5 7 5 2 2 1 0 10
5 იოსებ ლეჟავა 00:41 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
6 ქიენ კარტერი 15:22 3 8 37.5 0 0 0 2 4 50 1 3 4 1 3 1 2 0 8
7 ბესიკ ლეჟავა * 29:39 3 3 100 5 9 55.6 2 2 100 0 1 1 2 0 3 0 0 23
8 გიორგი ვახანია 00:41 1 1 100 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 0 0 0 2
10 ზეზვა ლილუაშვილი 02:48 0 0 0 0 1 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 0 0
11 სტევან მილოშევიჩი * 33:22 6 13 46.2 0 0 0 9 10 90 5 9 14 1 2 0 0 3 21
12 მილოშ პესიჩი * 30:53 1 7 14.3 0 0 0 1 2 50 2 2 4 2 3 0 0 1 3
13 მიხეილ ჭოჭუა 26:20 2 4 50 1 4 25 1 2 50 2 2 4 3 4 2 1 0 8
15 ზვიად ანთაძე 00:23 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 2 0 0 0 0
20 გიორგი ორმოცაძე 03:18 1 1 100 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 1 0 0 0 2
24 ბოსკო სტოიაკოვიჩი * 24:24 3 3 100 1 1 100 0 0 0 1 2 3 3 4 2 0 0 9
1 3 4 0 0 0 0 0 0
22 44 50.00 8 19 42.11 18 24 75.00 15 28 43 18 22 10 4 4 86
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი, ირაკლი ბერიშვილი;

კომისარი: როლანდ ხომერიკი 

 

 

 

ქ. თბილისი ოლიმპი 94 - 96 სოხუმი 22.03.14, 16:00
  გუნდი 1 2 3 4 OT1 ჯამ  
ოლიმპი 27 16 22 19 10 94
სოხუმი 19 16 25 24 12 96
ოლიმპი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ირაკლი გულისაბედაშვილი * 35:34 3 7 42.9 0 4 0 0 0 0 2 2 4 6 4 1 1 0 6
5 ბექა ნადირაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
7 ირაკლი მიქელაძე * 35:19 4 6 66.7 1 6 16.7 0 0 0 1 1 2 1 3 3 2 0 11
10 გიორგი ხანიაშვილი 20:28 8 11 72.7 0 1 0 0 0 0 2 2 4 2 3 2 0 0 16
11 ნოდარ თენიეშვილი * 33:58 8 15 53.3 0 1 0 1 4 25 3 3 6 2 3 0 0 0 17
13 რევაზ ათანელიშვილი 11:09 1 3 33.3 0 1 0 0 0 0 0 6 6 0 2 1 0 0 2
20 მიხეილ ჩიტაშვილი 09:41 0 1 0 0 2 0 1 2 50 0 3 3 1 3 1 1 0 1
21 თემურ ფხაკაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
22 ირაკლი ალხანაიძე * 22:37 5 9 55.6 0 0 0 0 0 0 4 2 6 1 4 2 1 0 10
23 რიჩარდ მათიაშვილი * 38:12 10 14 71.4 0 4 0 2 5 40 1 12 13 5 3 3 0 2 22
24 დავით ხიზანიშვილი 18:02 0 0 0 3 4 75 0 2 0 0 2 2 0 2 0 0 0 9
30 ირაკლი ლომიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
1 5 6 0 0 0 0 0 0
39 66 59.09 4 23 17.39 4 13 30.77 14 38 52 18 27 13 5 2 94
 
სოხუმი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
6 შოთა გოლეთიანი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
7 ირაკლი ჩლაიძე 36:57 6 10 60 0 6 0 11 20 55 1 3 4 4 1 1 0 0 23
8 გელა კოპალიანი * 10:38 2 2 100 0 0 0 1 1 100 2 1 3 0 1 0 1 0 5
11 გრიგოლ შვანგირაძე 35:12 2 5 40 0 6 0 1 1 100 3 4 7 1 2 2 1 0 5
12 ირაკლი გაბისონია * 07:25 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 1 0 0 0 0 0
13 რატი ბააკაშვილი 37:47 4 9 44.4 2 6 33.3 6 7 85.7 0 5 5 2 3 1 0 0 20
14 ვახტანგ ქადარია * 37:25 8 19 42.1 1 6 16.7 0 1 0 5 4 9 2 2 2 5 1 19
21 ჯერემი საიმონსი 34:10 7 11 63.6 0 0 0 5 9 55.6 6 9 15 1 2 2 2 0 19
22 დავით დეკანოიძე * 07:13 0 1 0 0 1 0 0 0 0 2 3 5 2 0 0 0 0 0
33 ბექა ბექაური * 18:13 0 2 0 1 3 33.3 2 2 100 2 5 7 0 1 1 0 3 5
1 1 2 0 0 0 0 0 0
29 60 48.33 4 28 14.29 26 41 63.41 22 36 58 13 12 9 9 4 96
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი;

კომისარი: გია სანაძე

 

 

ქ. თბილისი შსს აკადემია 104 - 78 რუსთავი 22.03.14, 18:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
შსს აკადემია 25 24 30 25 104
რუსთავი 22 14 17 25 78
შსს აკადემია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
6 ბექა ჩიკვილაძე 19:15 0 0 0 1 4 25 4 6 66.7 0 1 1 7 2 0 3 0 7
8 მერაბ ბოქოლიშვილი * 16:14 3 5 60 0 2 0 1 1 100 0 1 1 0 0 1 0 0 7
9 ილია ლონდარიძე * 24:50 4 7 57.1 0 0 0 5 10 50 5 3 8 4 3 1 2 2 13
10 მილე ილიჩი * 20:23 6 8 75 1 1 100 5 6 83.3 3 6 9 0 1 2 1 1 20
11 ლერი კვანტალიანი 04:48 1 1 100 0 0 0 0 0 0 1 1 2 0 1 0 0 0 2
12 მერაბ მირზიაშვილი 04:19 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 2 3 1 0 1 0 0 0
20 აკაკი ლომოური 16:05 2 3 66.7 2 2 100 0 0 0 2 2 4 2 1 1 0 0 10
23 შოთა გელაზონია 09:35 2 3 66.7 0 0 0 3 6 50 1 2 3 0 3 1 1 0 7
24 პერიშ ბრაუნი * 22:34 2 5 40 2 5 40 6 7 85.7 1 4 5 6 1 2 0 0 16
30 რევაზ როგავა 21:57 1 2 50 1 4 25 2 4 50 1 1 2 7 1 0 1 0 7
33 კოკა ტომარაძე 16:31 1 3 33.3 1 3 33.3 3 4 75 0 3 3 1 0 0 0 0 8
34 ლევან ფაცაცია * 23:29 1 3 33.3 1 4 25 2 2 100 2 3 5 2 0 1 3 0 7
0 3 3 0 0 0 0 0 0
23 40 57.50 9 25 36.00 31 46 67.39 17 32 49 30 13 10 11 3 104
 
რუსთავი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ზურა მაჭავარიანი * 19:00 0 4 0 1 3 33.3 0 0 0 0 0 0 0 2 2 0 0 3
5 გაგა არაბული 11:52 0 4 0 0 0 0 0 0 0 0 3 3 0 4 1 0 0 0
7 დავით არწივიძე * 35:15 3 6 50 3 4 75 0 0 0 0 1 1 9 4 2 2 0 15
9 მალხაზ აბაიშვილი * 28:14 2 5 40 4 7 57.1 0 0 0 1 0 1 6 4 3 1 0 16
10 რევაზ ჩაჩანიძე 21:40 4 5 80 0 2 0 0 0 0 0 1 1 3 3 1 1 0 8
12 გიორგი ყველაშვილი * 29:17 7 9 77.8 0 0 0 2 5 40 3 8 11 0 5 2 0 2 16
13 ჯაბა არაბული 13:38 0 4 0 0 0 0 0 0 0 1 2 3 0 5 1 0 0 0
14 დავით გუგავა * 24:37 5 11 45.5 0 2 0 1 3 33.3 4 4 8 2 5 1 1 0 11
15 ზაზა გაგნიძე 06:53 0 1 0 0 2 0 0 0 0 0 0 0 2 1 0 0 0 0
20 დავით მაისურაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
23 გიორგი ოქროჭელიძე 04:11 2 2 100 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 1 0 4
44 დავით ბარამიძე 05:23 1 1 100 1 3 33.3 0 0 0 1 1 2 0 0 1 0 0 5
2 3 5 0 0 0 1 0 0
24 52 46.15 9 23 39.13 3 8 37.50 12 23 35 23 33 15 6 2 78
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი, დავით ბერიშვილი;

კომისარი: მერაბ რატიშვილი 

 

 

სუპერლიგის მეჩვიდმეტე ტურში ერთმანეთს შეხვდებიან

4 აპრილი

“რუსთავი” – “მაკაბი”  

“ქუთაისი” – “არმია”

5 აპრილი

“სოხუმი” – “შსს აკადემია”

“დინამო” – “ოლიმპი” 

 

სატურნირო მდგომარეობა
  გუნდი მ/წ. ბურთები ქულა
1 დინამო 14 12 / 2 1222 / 910 26
2 არმია 14 11 / 3 1122 / 956 25
3 ბათუმი-რსუ 15 9 / 6 1201 / 1084 24
4 ქუთაისი 14 10 / 4 1211 / 1013 24
5 შსს აკადემია 14 9 / 5 1109 / 1027 23
6 სოხუმი 14 8 / 6 1066 / 1001 21
7 რუსთავი 14 3 / 11 957 / 1167 17
8 ოლიმპი 14 2 / 12 1057 / 1191 16
9 მაკაბი 15 0 / 15 1053 / 1649 15

 

www.superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები

0.176595