ფეხბურთი

21:55 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

რედნაპი რემის “ჩელსიში” უშვებს, მოურინიო კი თავდამსხმელს საზღვარგარეთ ეძებს

“ქუინს პარკ რეინჯერსის” მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი ადასტურებს, რომ მისი გუნდის თავდამხსმელი ლოიკ რემი კარიერას “ჩელსიში” განაგრძობს.

“რემი ქპრ-ს ტოვებს. ტრანსფერი თითქმის დასრულებულია. როგორც ვიცი, ის კარიერას “ჩელსიში” განაგრძობს.” – ციტირებს რედნაპის სიტყვებს BBC.

“ჩელსის” დამრიგებელი ჟოზე მოურინიო კი აცხადებს, რომ მისი გუნდი ფერნანდო ტორესის შემცვლელს საზღვარგარეთ ეძებს: “რას მოვიმოქმედებთ ტორესის წასვლის შემდეგ? მისი შემცვლელის საზღვარგარეთ მოძებნას შევეცდებით. ინგლისის ჩემპიონატში ვერ ვხედავ თავდამსხმელს, რომელიც გაგვაძლიერებს და რომელსაც მისი ამჟამინდელი კლუბი გაყიდის.”

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116914