ახლო წარსულში ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა და ამჟამად “სკაი სპორტის” ტელეწამყვანმა ჯეიმი რედნაპმა ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური კლუბების გამოსვლის შესახებ გააკეთა კომენტარი.
“ლონდონის “ჩელსიმ” გასული სეზონის სტარტიც მძიმედ დაიწყო. “ბაზელთან” დაკარგული ქულების შემდეგ ვითარების გამოსწორება მოახერხა. ასე რომ, ვფიქრობ, საგანგაშო არაფერია, ხოლო რაც შეეხება “ლივერპულს”, მათგან მეტს ველოდით, თუმცა “ჩელსის” მსგავსად ანგარიში ამ თამაშშიც უცნაური გამოვიდა”.
“მანჩესტერ სიტიმ ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა, თუმცა ბოლო წუთზე გაშვებული გოლი ფსიქოლოგიურად მძიმე გადასატანია. ვფიქრობ, შემდეგ ტურებში ინგლისური კლუბები თამაშის ხარისხს გამოასწორებენ და ეს შედეგშიც აისახება”, - დაასრულა რედნაპმა.
დიმა შარიქაძე