უახლოეს პერიოდში, მადრიდის “რეალის” დაცვის ხაზში საკადრო პრობლემები აღმოიფხვრება. Mარცა-ს ცნობით, ფაბიუ კოენტრაუმ, მარსელომ და რაფაელ ვარანმა ინდივიდუალური ვარჯიშები დაიწყეს.
მოგეხსენებათ, მარსელო და კოენტრაუ სანაკრებო პაუზის დროს დაშავდნენ. რაც შეეხება ვარანს, ფრანგი მოედანზე მაისის შემდეგ არ გასულა – მიზეზი მენისკის ტრავმაა.
“კოენტრაუ თავს კარგად გრძნობს და ახალი კვირიდან გუნდს შეუერთდება, “ელჩესთან” ოთხშაბათს გასამართ მატჩში კი, მონაწილეობასაც მიიღებს. კოენტრაუს მსგავსად, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს მარსელოც ორშაბათიდან დაიწყებს. ვარანიც კარგად გამოიყურება და “ელჩესთან” თუ არა, მადრიდის “ატლეტიკოსთან” მაინც ითამაშებს. მასთან ინდივიდუალური პროგრამით ვმუშაობდით. ფრანგი მოედანზე მაშინ გავა, როცა 90 წუთის სათამაშოდ მზად იქნება. სადღეისოდ, ვარანი გუნდთან ერთად გადის საწვრთნელ პროცესს”, - განაცხადა მადრიდელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ.