ფეხბურთი

14:46 | 28.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” კოპა დელ რეის ფინალი “კამპ ნოუზე” სურს

მადრიდის “რეალი” კოპა დელ რეის “კამპ ნოუზე” ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ Marca იუწყება. 

“სამეფო კლუბის” ხელმძღვანელებს ფინალის გამართვა “კამპ ნოუზე” სურთ, რადგან “სანტიაგო ბერნაბეუს” შემდეგ, ფეხბურთელებს ყველაზე მეტად ეს არენა მოსწონთ. მოგეხსენებათ, მადრიდელებმა კატალონიის “ბარსელონა” სწორედ ამ სტადიონზე დაამარცხეს (3:1) და ფინალის საგზური მოიპოვეს. 
სათადარიგო ვარიანტად, “ვალენსიას” სტადიონი “მესტალია” განიხილება. უახლოეს პერიოდში, “რეალისა” და “ატლეტიკოს” წარმომადგენლები ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მოითათბირებენ მატჩის ჩატარების ადგილმბდებარეობას. 
ცნობისათვის, კოპა დელ რეის ფინალი 18 მაისს ჩატარდება.
0.120615