მადრიდის “რეალი” პრიმერა დივიზიონის მე-14 ტურში, “ალმერიასთან” მატჩს მცველ ფაბიუ კოენტრაუს გარეშე ჩაატარებს. პორტუგალიელი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი პლეი-ოფის საპასუხო მატჩში, შვედების წინააღმდეგ, დაშავდა და 53-ე წუთზე შეცვალეს.
ესპანური პრესის ცნობით, უახლოეს დღეებში დაზუსტდება, როდის შეძლებს კოენტრაუ მინდორზე დაბრუნებას.