ფეხბურთი

11:30 | 12.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” ფაბიუ კოენტრაუც გამოაკლდა

მადრიდის “რეალს” კიდევ ერთი ფლანგელი მცველი – ფაბიუ კოენტრაუ გამოაკლდა. L’Equipe-ს ცნობით, პორტუგალიელმა ტრავმა ეროვნულ გუნდში ყოფნისას, ბრაზილიის ნაკრებთან მატჩში (1:3) მიიღო.

54-ე წუთზე, კოენტრაუმ კუნთის ტკივილი იგრძნო და მოედანი იძულებით დატოვა. უახლოეს პერიოდში, მცველს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და მისი გამოჯანმრთელების ვადებიც ცნობილი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშისას, ტრავმა “რეალის” კიდევ ერთმა მცველმა – მარსელომ მიიღო. მარცხენაფლანგელს 3 კვირის გამოტოვება მოუწევს.

 

0.119694