მადრიდის “რეალი” “მილანის” მცველის – მატიე დე შილიოს შეძენითაა დაინტერესებული. იტალიური პრესის ცნობით, “სამეფო კლუბი” 21 წლის ფლანგელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში შეეცდება.
როგორც ირკვევა, მომდევნო სეზონის დაწყებამდე, მადრიდელები დაცვის ფლანგების გაძლიერებას გეგმავენ. სავარაუდოდ, “რეალი” “მილანს” დე შილიოს სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს შესთავაზებს.
აღსანიშნავია, რომ იტალიელის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურს.