გარეთ ბეილიმ მადრიდის “რეალისა” “პარი სენ-ჟერმენის” ამხანაგური მატჩი კი გამოტოვა, მაგრამ ესპანური სპორტული გამოცემების ცნობით, ტრავმა უკვე მოირჩინა და მზადებასაც შეუდგა. უელსელმა ნახევარმცველმა “სამეფო კლუბის” ძირითად გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
“რეალს” უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ექსტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდება. ვარჯიში მცველმა ფაბიო კოენტრაუმაც განაახლა.