ესპანეთი პრიმერა დივიზიონში მეექვსე ტურის სამი მატჩი გაიმართა. დრამატული შეხვედრა გამოდგა "ელჩესა" და "რეალს" შორის. მატჩში ანგარიში 51-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ ზუსტი საჯარიმო დარტყმით გახსნა. მთავარმა არბიტრმა ძირითად დროს სამი წუთი დაამატა და მეორე კომპენსირებულ წუთზე ბოაკიმ გატანილი გოლით მასპინძელ გულშემატკივრებს უსაზღვრო ბედნიერება მიანიჭა. დამატებული დრო უკვე ამოწურული იყო და მეოთხე წუთზე მსაჯმა მასპინძლების კარში სადაო პენალი დანიშნა, კრიშტიანუ რონალდუმ კი "რეალს" პრიმერაში მეხუთე გამარჯვება მოუტანა.
ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვებას მიაღწია "ვალენსიამ". "ღამურებმა" ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ დამატებული მესამე წუთზე გაიტანეს _ სამი ქულა სტუმრებს ჟონასმა მოუტანა.
პრიმერაში პირველი გამარჯვება იზეიმა "სევილიამ". უნაი ემერის გუნდმა "რაიო" 4:1 გაანადგურა. შეხვედრა საკმაოდ უხეში გამოდგა. მთავარმა არბიტრმა ორივე გუნდის ფეხბურთელებს 9 ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენა. მე-17 და 53-ე წუთებზე რაკიტიჩმა დუბლი მიითვალა და მასპინძლები დააწინაურა. 55-ე წუთზე ფერნანდესმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. 66 წუთზე მსაჯმა გალმეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ.
80-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ბაკამ ორბურთიანი უპირატესობა კვლავ აღადგინა. ორ წუთში "რაიოს" 9 კაცის ამარა დარჩა _ წითელი ბარათი ამჯერად ვიერამ მიიღო. მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და ბაკამ 88 წუთზე დუბლი მიითვალა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა _ 4:1.
მიუხედავად იმისა, რომ "სევილიამ" მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო და "რაიომ" შეხვედრა 9 კაცით დაასრულა, ბურთი ფლობის უპირატესობა მაინც სტუმრებს აღმოაჩნდათ - 61%_39%.
გრანადა. "ნუევო ლოს კარმენესი". 13 060
გრანადა _ ვალენსია 0:1 (0:0)
გრანადა: ფერნანდესი, ნიომი, დიაკატე, მურილიო, ანგულო, იტურა, რეკიო, ბუონანოტე (იგალო 81), ბრაიმი, პერეირა (გარსია 85), ელ არაბი (რიკი 69).
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
ვალენსია: ალვეში, პერეირა, რუიზი, მატიუ, გუარდადო, ფუეგო, ბანეგა, კარტაბია (ფეგოული 74), ჟონასი, პაბონი (ბერნატი 65), პოშტიგა (კანალესი 72).
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი
გოლი: 0:1 ჟონასი (90+4)
გაფრთხილება: ბუონანოტე (32), ნიომი (33), პერეირა (54), ანგულო (58) _ ფუეგო (18), ჟონასი (28).
ბურთის ფლობა: 49%_51% კარში დარტყმა: 13 (4) _ 14 (3) კუთხური: 5 _ 5 თამაშგარე: 5 _ 0 სეივი: 2 _ 4 ჯარიმა: 19 _ 15
სევილია. "რამოს სანჩეს პისხუანი". 27 943
სევილია _ რაიო 4:1 (1:0)
სევილია: ბეტო, ალბერტო, პარეხა, კალა, კოკე, მბია, რაკიტიჩი, ჩერიშევი (ტროხოვსკი 16), მარინი (ბაკა 71), სამპერიო (რაბელიო 77), გამეირო.
მწვრთნელი: უნაი ემერი
რაიო: მარტინესი, არბილია, ნიგუეზი, გალვესი, მოიკა, ბაენა (ლარივეი 73), ტრაშორასი, ბანგუერა, გონსალესი, ვიერა, ბუენო (ფერნანდესი 73).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
გოლი: 1:0 რაკიტიჩი პენ(17), 2:0 რაკიტიჩი (53), 2:1 გონსალესი (55), 3:1 ბაკა (80), 4:1 ბაკა (88).
გაფრთხილება: კალა (45+1), მარინი (45+2), ტროხოვსკი (78) _ არბილია (16), გალვესი (52), ნიგუეზი (56), მოიკა (69), ბანგოურა (87).
გაძევება: გალვეზი (66), ვიერა (82).
ბურთის ფლობა: 39%_61% კარში დარტყმა: 16 (7) _ 10 (4) კუთხური: 4 _ 2 თამაშგარე: 7 _ 0 სეივი: 3 _ 3 ჯარიმა: 14 _ 18
ელჩე. "მანუელ მარტინეს ვალერო". 28 754
ელჩე _ რეალი 1:2 (0:0)
ელჩე: ერერა, სუარესი, ალბაკარი, ბოტია, ლომბანი, სანჩესი, პერეზი, დელ მორალი (ფიდელი 59), მარკესი (ბოაკი 62), ჟილი, კორო (ნიგუეზი 81).
მწვრთნელი: ფრანცისკო ესკრიბა
რეალი: ლოპესი, არბელოა, პეპე, რამოსი, კოენტრაო, ხედირა, მოდრიჩი (კარვახალი 81), დი მარია (მორატა 89), ისკო (ილარამენდი 70), რონალდო, ბენზემა.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლი: 0:1 რონალდუ (51), 1:1 ბოაკი (90+2), რონალდუ პენ(90+6)
გაფრთხილება: დელ მორალი (7), ბოტია (34), სუარესი (58), კორო (60), ფიდელი (87), ერერა (90+4), სანჩესი (90+5) _ რამოსი (9), რონალდუ (76)
ბურთის ფლობა: 36%_64% კარში დარტყმა: 8 (3) _ 12 (5) კუთხური: 3 _ 4 თამაშგარე: 3 _ 5 სეივი: 3 _ 2 ჯარიმა: 17 _ 7
გიორგი ბალახაძე