“რიასორი” მადრიდის “რეალისთვის” ერთერთი ყველაზე უხერხული სტადიონია – დღეიდან ამ ფრაზის წარმოთქმა მხოლოდ წარსულ დროში იქნება უპრიანი. დიახ, სტადიონზე, სადაც “რეალი” 17 წლის განმავლობაში (1993-2010 წლებში) ვერ ახერხებდა გამარჯვებას, დღეს ერთბაშად 8 გოლის გატანა მოახერხა! “დეპორტივოსგან” მართლაც რომ სახელიღაა დარჩენილი. ერთ დროს მრისხანე გუნდი, დღევანდელ შეხვედრაში სამოყვარულო გუნდს ჰგავდა.
ანგარიში რონალდუმ ჩინებული თავურით გახსნა, რასაც მალევე ხამეს როდრიგესის შესანიშნავი გოლი მოჰყვა. “დეპორტივოს” საქმე უკვე ძალიან ცუდად იყო, როდესაც მეკარემ ხერმან ლუქსმა “რეალს” მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა და მესამე გაატანინა.
მეორე ტაიმი ისე დაიწყო, რომ “რიასორის” პუბლიკას პატარა იმედი მიეცა – 51-ე წუთზე მედუნჯანმა პენალტიდან 1 ბურთი გაქვითა. როგორც ჩანს, ამ გოლმა “რეალი” გააბრაზა და მასპინძლებმა ნახსენები 17 წლის ჯავრი დღეს იყარეს და საწყალ გალისიელებს კიდევ ხუთჯერ წააღებინეს ბურთი მოედნის ცენტრისკენ. 66-ე და 74-ე წუთებზე ბეილმა დუბლი გაიფორმა, ორ წუთში რონალდომ მესამე შეაგდო, ხოლო შეხვედრის ბოლოს “რეალის” ახალწვეულმა ხავიერ ერნანდესმა მოახერხა ლამაზი გოლებით დუბლის შესრულება. “დეპორმა” ერთადერთი რაც შეძლო, 84-ე წუთზე ტოჩეს მიერ გაქვითული ბურთია – 2:8.
მორიგი გაუთვალისიწინებელი ქულები დაკარგა მადრიდის “ატლეტიკომ”. “რაიოსთან” პირველ ტურში ფრის შემდეგ, “როხიბლანკომ” შინ ვერ მოუგო “სელტას”. ანგარიში ეფექტური დარტყმით ერნანდესმა გახსნა 19-ე წუთზე. “ატლეტიკოდან” ორივე გოლის გატანა ცენტრალურმა მცველებმა გოდინმა და მირანდამ მოახერხეს და თავისი გუნდი შესვენებამდე წინ გაიყვანეს. მეორე ტაიმი სტუმრებმა კარგად დაიწყეს, რასაც მასპინძლების კარში დანიშნული პენალტი მოჰყვა და ნოლიტომ ანგარიში გაათანაბრა – 2:2. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დრო იყო დარჩენილი და ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა მადრიდულ გრანდს, მეტის გატანა ვეღარ მოახერხეს, რაც დიდწილად “სელტას” მეკარის, სერხიო ალვარესის კარგი თამაშის დამსახურებაა.
კიდევ ერთი სენსაციური შედეგი დაფიქსირდა “ნიუ სან მამესზე”, სადაც ჩემპიონთა ლიგაზე გადაღლილმა “ბილბაომ” “გრანადასთან” ვერაფერი გააწყო და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი კორდობამ შეაგდო 39-ე წუთზე.
დღის ბოლო მატჩში კი, დრამატული ფრე დაფიქსირდა. “ესპანიოლმა” პირველი ტაიმი ფილიპე კაისედოს გოლით მოიგო. მეორე ნახევარში, “მალაგამ” დებიუტშივე გაათანაბრა, თავი კამაჩომ გამოიჩინა. მთავარი მოვლენები, ბოლო წუთებზე განვითარდა, 88-ე წუთზე კრისტიან სტუანიმ კატალონიელები წინ გაიყვანა. თითქოს, მასპინძელთა პირველ გამარჯვებას არაფერი ედგა წინ, მაგრამ 93-ე წუთზე დუდა კარგად გაისარჯა და “კორნელია ელ-პრადი” დაადუმა – 2:2.
დეპორტივო – რეალი 2:8 (0:3)
ლა-კორუნია, “რიასორი”
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, სიდნეი, დიაკიტე, ლაურე, ლუისინიო, მედუნჯანი, ბერგენტინოსი, კუენკა, ფარინა (ტოჩე 74), ხუანფრანი (დომინგესი 46), პოშტიგა (კავალიერო 46).
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი
რეალი (4-3-3): კასილასი, მარსელო, ვარანე, რამოსი, არბელოა, როდრიგესი, კროოსი, მოდრიჩი (ისკო 71), ბეილი (ერნანდესი 77), რონალდუ, ბენზემა (ილარამენდი 59).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლები: 0:1;0:3;1:6 რონალდუ (29;41;78), 0:2 როდგესი (36), 1:3 მედუნჯანი (51 პენ.), 1:4;1:5 ბეილი (66;74), 2:6 ტოჩე (84), 2:7;2:8 ერნანდესი (88;92).
გაფრთხილებები: სიდნეი – რამოსი
მსაჯი: პედრო პერეზ მონტერო
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 14(5)-19(13), ჯარიმა: 8-9, კუთხური: 2-2, თამაშგარე: 3-3, სეივი: 5-3
ბილბაო – გრანადა 0:1 (0:1)
ბილბაო, “ნიუ სან მამესი”
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ეჩეიტა, სან ხოსე, ირაოლა, ბალენსიაგა, მორანი (მ.რიკო 54), იტურასპე, მუნიაინი, ლოპესი (ვიგუერა 46), სუსაეტა (ფერნანდესი 78), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გრანადა (4-4-2): ფერნანდესი, მურილიო, ბაბინი, ფოლქიერი, ნიომი, პიტი (კარლოსი 67), იუსტე კანტონი, ფ.რიკო, როჩინა (ედუ 62), კორდობა (მარკესი 73), ისააკი.
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი
გოლი: კორდობა (39).
გაფრთხილებები: ირაოლა, ადურისი – ნიომი, როჩინა, ფოლქიერი, იუსტე კანტონი
მსაჯი: ტეიშეირა ვიტიენესი
ბურთის ფლობა: 67%-33%, დარტყმა: 13(5)-3(2), ჯარიმა: 14-20, კუთხური: 7-5, თამაშგარე: 1-5, სეივი: 1-5
ატლეტიკო – სელტა 2:2 (2:1)
მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”
ატლეტიკო (4-4-2): მოია, ანსალდი, გოდინი, მირანდა, ხუანფრანი, გაბი, კოკე, თურანი, ტიაგო, გრიზმანი (გარსია 68), ხიმენესი (ჩერჩი 82).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
სელტა: ალვარესი, პლანასი, ფონტასი, კაბრალი, მალო, რადოხა, ლოპესი (ნოლიტო 46), კრონ-დელი (ჯონი 89), ერნანდესი (გომესი 71), ორელიანა, ლარივეი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერისო
გოლები: 0:1 ერნანდესი (19), 1:1 მირანდა (31), 2:1 გოდინი (41), 2:2 ნოლიტო (53 პენ.).
გაფრთხილებები: მირანდა – კაბრალი, ორელიანა, გომესი
მსაჯი: ხუან მარტინეს მანუერა
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 18(8)-5(5), ჯარიმა: 9-17, კუთხური: 6-3, თამაშგარე: 6-0, სეივი: 3-6
ესპანიოლი – მალაგა 2:2 (1:0)
ბარსელონა, “ესტადიო კორნელია ელ-პრადი”
ესპანიოლი: კასილია, ალვარო, კოლოტო, ალვარესი, ლოპესი, ვ.სანჩესი, კანიასი, გარსია (როდრიგესი 90), ლუკასი, მონტანესი (სტუანი 47), კაისედო (სევილია 61).
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი
მალაგა: კამენი, ველიტონი, ს.სანჩესი, არტუნეში, როსალესი, დარდერი, კამაჩო, ხუანმი, ალბერტო (დუდა 67), ჰორტა (კასტილეხო 81), სანტა კრუზი (ამრაბატი 46).
მწვრთნელი: ხავი გრაცია
გოლები: 1:0 კაისედო (16), 1:1 კამაჩო (53), 2:1 სტუანი (88), 2:2 დუდა (93).
გაფრთხილებები: ლოპესი, სტუანი, სევილია – ს.სანჩესი, კამაჩო, დარდერი, დუდა
მსაჯი:იგლესიას ვილანუევა
ბურთის ფლობა: 35%-65%, დარტყმა: 13(8)-9(3), ჯარიმა:14-16, კუთხური: 7-12, თამაშგარე: 6-2, სეივი: 1-6
ბომბარდირები: რონალდუ (“რეალი”) – 5. ბეილი (“რეალი”), ბუენო (“რაიო ვალეკანო”), ორელიანა (“სელტა”) – 3.
ირაკლი ალიმბარაშვილი