მადრიდის “რეალის” სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, უეფას ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე, გუნდის კარს იკერ კასილიასი დაიცავს, პრიმერა დივიზიონში კი, დიეგო ლოპესი იასპარეზებს. ამის შესახებ Marca იუწყება.
ამგვარად, 32 წლის კასილიასი მიმდინარე სეზონში პირველ მატჩს 17 სექტემბერს, სტამბულის “გალათასარაისთან” ჩაატარებს. როგორც ირკვევა, მადრიდელები მეკარეთა ამგვარ როტაციას, სულ ცოტა, წლის ბოლომდე განაგრძობენ.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში, კასილიასი კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდება და თავის მომავალზე დაელაპარაკება.