ფეხბურთი

16:15 | 27.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” და პსჟ-მ სპარინგი დაგეგმეს

მადრიდის “რეალი” და “პარი სენ-ჟერმენი” ამხანაგურ მატჩს დოჰაში ჩაატარებენ. Marca-ს ცნობით, ამხანაგური დაპირისპირება 2 იანვარს შედგება.

2013 წლის უკანასკნელ მატჩს მადრიდელები 22 დეკემბერს, “ვალენსიას” წინააღმდეგ ჩაატარებენ. პრიმერა დივიზიონში არდადეგები 5 იანვრამდე გასტანს. ამ დღეს, “სამეფო კლუბი” ვიგოს “სელტას” დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ პსჟ-სთან ამხანაგური მატჩის დაგეგმვა იმ კონტრაქტში შედიოდა, რომელიც კარლო ანჩელოტიმ “რეალთან” გააფორმა.

 

თეგებირეალიპსჟ
0.117536