მადრიდის “რეალს” ჩაბი ალონსოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და ფეხბურთელთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. AS-ის ცნობით, მადრიდელებს ვეტერანი შუახაზელის შენარჩუნება 2015 წლამდე სურთ.
აღსანიშნავია, რომ “რეალმა” ალონსოს კონტრაქტის გახანგრძლივება მაისშიც შესთავაზა, მაგრამ ნახევარმცველისგან უარი მიიღო. ესპანელმა თავისი გადაწყვეტილების ახსნაც კი არ ისურვა.
ცნობისათვის, ალონსოს “რეალთან” მოქმედი ხელშეკრულება მომდევნო ზაფხულს ეწურება.