ლონდონის “არსენალი” მადრიდის “რეალის” ფორვარდის – გონსალო იგუაინის შეძენას კვლავ ჯიუტად ცდილობს, ესპანელები კი, ფეხბურთელს იოლად არ თმობენ. Marca-ს ცნობით, “სამეფო კლუბმა” “მეთოფეებს” 25 წლის არგენტინელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მოსთხოვა.
ბრიტანულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, იგუაინს “არსენალთან” პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს. ნისლიან ალბიონზე, არგენტინელი კვირაში 130 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს.
თუკი ტრანსფერი შედგება, იგუაინი არსენ ვენგერის გუნდთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.