მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ სიტის” ფორვარდის – სერხიო აგუეროს შეძენითაა დაინტერესებული. “მირორის” ცნობით, კარლო ანჩელოტის გუნდში შეტევის გაძლიერების მთავარი პრეტენდენტი 25 წლის არგენტინელია.
“პარი სენ-ჟერმენს” “სამეფო კლუბის” ფორვარდი კარიმ ბენზემა სურს და მის სანაცვლოდ, 35 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდის. აღებული თანხა, “რეალს” აგუეროს ყიდვის საშუალებას მისცემს.
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელებს “ლივერპულის” ფორვარდის – ლუის სუარესის შეძენა სურდათ, მაგრამ მერსისაიდელებთან გარიგება არ შედგა.