მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის განცხადებით, “სამეფო კლუბისთვის” ზამთრის სატრანსფერო სეზონი არაფერს შეცვლის.
“სიახლეებს არ ვგეგმავთ. არც არავის დავიმატებთ და არც ვინმეს გავუშვებთ. სატრანსფერო ბაზარი ჩვენთვის დაკეტილია” – უთხრა იტალიელმა სპეციალისტმა ერთ-ერთ ესპანურ გამოცემას.
კარლო ანჩელოტის ჩაბი ალონსოსთან მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზეც დაუსვეს კითხვა. ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველს “რეალთან” ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება. მთავარმა მწვრთნელმა უპასუხა, რომ კლუბის სურვილი კონტრაქტის გახანგრძლივებაა და ამ საკითხის მოსაგვარებლად მუშაობა უკვე დაწყებულია.