მადრიდის “რეალის” ვალი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ცნობილი იყო. AS-ის ცნობით, “სამეფო კლუბს” სხვადასხვა სტრუქტურების, ფეხბურთელებისა და მათი აგენტების ვალი აქვს, რომლის საერთო რაოდენობაც 541 მილიონ ევროს შეადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, “რეალის” ვალი 90 მილიონი ევრო ყო, მაგრამ როგორც ირკვევა, მადრიდელებს ეს თანხა მხოლოდ ბანკებისთვის აქვთ გადასახდელი.
ცნობისათვის, “რეალი” საშინაო არენის – “სანტიაგო ბერნაბეუს” რესტავრაციასაც გეგმავს, რასაც დაახლოებით 400 მილიონი ევრო დასჭირდება.